ავტორი:

მსოფლიოში ყველაზე "ხანდაზმული" ჩვილი 1994 წელს გაყინული ემბრიონისგან დაიბადა - რეკორდი მედიცინაში და თადეუსის ისტორია

მსოფლიოში ყველაზე "ხანდაზმული" ჩვილი 1994 წელს გაყინული ემბრიონისგან დაიბადა - რეკორდი მედიცინაში და თადეუსის ისტორია

ჩვილი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დაიბადა, უკვე ატარებს "მსოფლიოში ყველაზე "ხანდაზმული" ახალშობილის ტიტულს —ის იმ ემბრიონისგან შეიქმნა, რომელიც ჯერ კიდევ 1994 წელს იქნა გაყინული და მშობლები მხოლოდ 30 წლის შემდეგ "შეიძინა".

თადეუსი, რომელიც ამჟამად მხოლოდ ორი თვისაა, 26 ივლისს დაიბადა ამერიკელი წყვილის ოჯახში. ლინდსი (35 წლის) და ტიმ პირსის (34 წლის) თითქმის რვა წელიწადი უშედეგოდ ცდილობდა ბავშვის გაჩენას და საბოლოოდ ემბრიონის "შვილად აყვანა" გადაწყვიტეს.

მათი არჩევანი იმ ოთხიდან ერთ-ერთ ემბრიონზე შეჩერდა რომლებიც 1994 წლის მაისში შეიქმნა ლინდა არჩერდის (ახლა 62 წლის) და მისმა მეუღლის მიერ ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) პროცედურის შედეგად— მათაც, როგორც პირსებს, ბუნებრივი გზით შვილი არ ჰყავდათ.

პროცედურის შედეგად არჩერდების ოჯახისთვის ოთხი სიცოცხლისუნარიანი ემბრიონი შექმნა, რომელთაგან ერთ-ერთმა ,30 წლის წინ მათი ქალიშვილის დაბადება გამოიწვია. დანარჩენი სამი ემბრიონი იმ შემთხვევისთვის გაყინეს, თუ მომავალში ოჯახი გაფართოებას გადაწყვეტდა.

გაყრის შემდეგ არჩერდმა ემბრიონებზე მეურვეობა მოიპოვა და გადაწყვიტა, ისინი შვილად აყვანის მსურველ წყვილებზე “გაეშვილებინა“.

თუმცა, იმის გამო, რომ ემბრიონები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა, ისინი Snowflake-ის სპეციალურ "გახსნილი გულების" პროგრამაში მოხვდნენ — ეს პროგრამა იმ კატეგორიის ემბრიონებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა დაბადების შანსი შედარებით დაბალია.

  • რამდენიმე წლის შემდეგ, პირსებმა ამავე პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა და წარმატებული IVF პროცედურის შემდეგ, მათი მშობლად გახდომის ოცნება საბოლოოდ ასრულდა.

VF პროცედურები ხშირად გაცილებით მეტ ემბრიონს იძლევა, ვიდრე გადანერგილ შეიძლება იქნეს, რის გამოც მილიონობით ემბრიონი მთელ მსოფლიოში გაყინულ მდგომარეობაში ინახება.

აქამდე "ყველაზე ხანდაზმული ჩვილის" რეკორდი 2022 წელს დაბადებულ ტყუპებს ეკუთვნოდა, მათი ემბრიონები 30 წლით ადრე იქნა გაყინული. თავად IVF-ის პირველი წარმატებული შემთხვევა კი 1978 წელს დაფიქსირდა — რამაც მილიონობით ახალ სიცოცხლეს გაუხსნა გზა მთელ მსოფლიოში.

წყარო