ავტორი:

ევაკუაცია "დარიალიდან", გადაკეტილი საავტომობილო გზა - რა განცხადებას ავრცელებს შსს

ევაკუაცია "დარიალიდან", გადაკეტილი საავტომობილო გზა - რა განცხადებას ავრცელებს შსს

31 ივლისს, საღამოს მედიაში ყაზბეგიდან გავრცელდა კადრები, სადაც მეწყერი და ღვარცოფია აღბეჭდილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არავინ დაშავებულა.

უწყების განცხადებით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შევიდა სასიგნალო შეტყობინება.

  • როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე.

"მონიტორინგის მიზნით ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფები. დაშავებული არავინ არის.

ამავდროულად, პრევენციის მიზნით მოხდა საავტომობილო გზის დაკეტვა. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.