"ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. კახა კალაძე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. ღონისძიება მთაწმინდის პარკში მიმდინარეობს.
"ჩვენ დღეს თბილისის მერობის კანდიდატად შეგვეძლო წარმოგვედგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი ან უბრალოდ კარგი პატრიოტი, მაგრამ ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს - ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა.
ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი, ის არის ჩემპიონი მეოჯახე და ჩემპიონი თანამებრძოლი... ამ ადამიანს მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა", - თქვა ირაკლი კობახიძემ კალაძის წარდგენისას.
ღონისძიებას ასევე ესწრება "ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებში კენჭს მესამედ იყრის.