პოპვარსკვლავი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, რომელიც თავისი ტურნეს ფარგლებში რამდენიმე დღის წინ თბილისსაც სტუმრობდა, საზოგადოებას პირად ინფორმაციას უზიარებს. როგორც ჯასტინი "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში წერს, მას ლაიმის დაავადება ტანჯავს.
"რადგან ეს ორი წარმოუდგენელი წელი დასასრულისკენ მიდის და მომავლისკენ ვიყურები, მინდოდა გულით დამეწერა რაღაც. ტურნეს ქარიშხლის დროს მარტივი არ არის, მაგრამ ვეცდები.
ეს იყო ყველაზე სახალისო, ემოციური, ფიზიკური მდგრადობის მომთხოვნი და ზოგჯერ დამქანცველი გამოცდილება, ამას 30+ წელია ვაკეთებ, რაც სიგიჟედ მეჩვენება. ამას ვერ შევძლებდი ჩემი ოჯახის, მეგობრების და თქვენი მხარდაჭერის გარეშე.
როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, საკმაოდ ჩაკეტილი ადამიანი ვარ, თუმცა ახლა მინდა ჩემზე გიამბოთ.
აღმოვჩნდი დილემის წინაშე - ან შემეწყვიტა ტურნე, ან გამეგრძელებინა. გადავწყვიტე, რომ სცენაზე გამოსვლის სიხარული გაცილებით აღემატება ჩემი სხეულის წარმავალ სტრესს და ძალიან მიხარია რომ გავაგრძელე.
გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს დავუმტკიცე შეუპოვრობა, ამასთანავე თქვენთან ერთად იმდენი განსაკუთრებული მომენტი მაქვს, რომელსაც არასდროს დავივიწყებ. ამაზე საუბარს ვერიდებოდი, რადგან ისე ვარ აღზრდილი, რომ ასეთი რაღაცები ჩემთვის შემენახა, მაგრამ ახლა ვცდილობ უფრო გამჭვირვალე იყოს ყველაფერი, რათა არასწორად არ გაიგოს ხალხმა.
ამ ყველაფერს იმ იმედით ვაზიარებ, რომ ყველანი ვიპოვით გზას, რომ უფრო მეტად დავუკავშირდეთ ერთმანეთს. მსურს ჩემი წვლილი შევიტანო და დავეხმარო მათ, ვისაც ეს დაავადება ტანჯავს".
ამ დაავადებას წლებია ებრძვის ცნობილი სუპერმოდელი, ბელა ჰადიდი.