სტიქია კახეთში - ახმეტასა და თელავში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. ახმეტაში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავები დააზიანა, მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და საავტომობილო გზები ჩახერგა. სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის შედეგადაც ქალაქ ახმეტას და რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ამასთან, თელავის მერიის ინფორმაციით, თელავში, თბილისის გზატკეცილზე, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი, მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი სადენების დაზიანება გამოიწვია.
"ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოგლეჯილი ხეებისგან გზების გაწმენდის სამუშაოები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა", - ნათქვამია ინფორმაციაში.