ავტორი:

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს - რა ვითარებაა გზებზე, სადაც მოძრაობა შეზღუდული იყო

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს - რა ვითარებაა გზებზე, სადაც მოძრაობა შეზღუდული იყო

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 22-ე კმ-ზე (სოფ. თვალივი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ასევე, უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის კმ124-კმ139 (დაბა სტეფანწმინდა-ლარსი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. აღნიშნული საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე (დევდორაკი-ამალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.