უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ძებნილად გამოაცხადა "გაზპრომ-მედიას“ გენერალური დირექტორის მოადგილე და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი. ამის შესახებ TASS იუწყება.
მომხდარზე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელმაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებას აბსურდული უწოდა. "ისინი მას 2022 წლის შემდეგ ხელახლა აცხადებენ ძებნილად. ოპერაცია "ეძებეთ ქალი“ კიევის რეჟიმის შესრულებით,“ - დაწერა ზახაროვამ.
2022 წლის მარტში უკრაინის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა თინა კანდელაკს.
ანალოგიური გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო საერთაშორისო მედია ჯგუფის "Россия сегодня“ და ტელეარხის RT მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის მიმართ.