ეკონომიკური კვლევების სტამბულის ცენტრმა - Istanbul Economics Research-მა, რომელიც პოლიტიკურ საკითხებზეც მუშაობს, თურქეთში გამოკითხვა ჩაატარა და რესპონდენტთა 71 %-დან მიიღო იმის დადებითი პასუხი, რომ თურქეთს საკუთარი ბირთვული იარაღი სჭირდება!
თურქეთის საზოგადოების განწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით-უნდა ჰქონდეს თუ არა თურქეთს საკუთარი ბირთვული შეიარაღება, ბოლო წლებია მომწიფდა და დაკონკრეტდა, რის თაობაზეც ამავე ბლოგში ჯერ კიდევ გასულ წელს ვწერდით, რომ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის გაუჩნდა ბირთვული ამბიციები და სურს თურქეთი „ბირთვული კლუბის“ სრულუფლებიან წევრად იხილოს რაც შეიძლება ახლო პერიოდშიო...
ოფიციალური ანკარას მომძლავრებულ ბირთვულ ამბიციებზე მეტყველებდა და მეტყველებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი:
პირველი- თურქეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა ძალზე დაჩქარებული ტემპებით განაგრძო ახლო და საშუალო სიშორის მოქმედების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების დაპროექტება/შექმნა/სერიული წარმოება... წაიკითხეთ ვრცლად