ავტორი:

ფრანგული რივიერა, ხორვატია, საბერძნეთი - ქართველი ვარსკვლავების შთამბეჭდავი ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: როგორია ვარსკვლავური არდადეგები (ფოტოები)

ფრანგული რივიერა, ხორვატია, საბერძნეთი - ქართველი ვარსკვლავების შთამბეჭდავი ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: როგორია ვარსკვლავური არდადეგები (ფოტოები)

ზაფხულის მცხუნვარე დღეებმა ქართველ სელებრითებსაც შეახსენა, რომ დასვენების დროა. მოდით, გადავხედოთ, სად ატარებენ შვებულებას საზოგადოების საყვარელი სახეები და როგორია მათი საზაფხულო თავგადასავლები

  • შორენა ბეგაშვილი – ნიუ-იორკის რიტმში

მსახიობი შორენა ბეგაშვილი ამჯერად ოკეანის გაღმა, ამერიკაში, თავის საყვარელ მამაკაცთან ერთად ისვენებს. ბეგაშვილმა გადაწყვიტა, რომ დასვენება მხოლოდ პლაჟზე წოლა არ არის და ნიუ-იორკის მღელვარე ცხოვრებაში ჩაეფლო. შორენამ მოახერხა და ბროდვეის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიუზიკლს, "Moulin Rouge! The Musical“-ს დაესწრო, რომელიც Al Hirschfeld Theatre-ში იმართება.

  • დედა-შვილი - ნინო ცქიტიშვილი და თაკო ნაცვლიშვილი

კუნძულ მიკონოსზე, მზის გულზე, უფროსი თაობის მოდელი, ნინო ცქიტიშვილი ქალიშვილთან, თაკო ნაცვლიშვილთან ერთად ისვენებს. დედა-შვილი არაჩვეულებრივ ფორმაშია და სოციალურ ქსელებშიც აქტიურად აზიარებენ დასვენების ფოტოებს.

  • ევროპული ვოიაჟი – ხორვატია და სენტ-ტროპე

მუსიკოს მეუღლეებთან ერთად ულამაზეს ხორვატიაში ისვენებენ ლიკა ევგენიძე და ლელა კილაძე. მეგობრები დროის გატარებას ულამაზეს სანაპიროებზე ერთად ცდილობენ და მოგზაურობის შთაბეჭდილებებსაც გვიზიარებენ.

მეგობრების წრეში ატარებს ზაფხულის მწველ დღეებს ჟურნალისტი ნინო თოლორდავაც. ის მეუღლესთან, უფროს ვაჟთან და მეგობრებთან ერთად ფრანგულ რივიერაზე, სენ-ტროპეში ისვენებს.

  • სალომე ღვინიაშვილი – საბერძნეთში

საქმიანი ცხოვრებისგან შესვენება გადაწყვიტა ულამაზესმა სალომე ღვინიაშვილმაც. ის ამჯერად საბერძნეთიდან გვიზიარებს ფოტოებს. სალომესთან ერთად კი ისვენებენ ბიზნესვუმენი და პოლიტიკოსი დები, ბაია და მაკა კვიციანები.

  • მანიკა ასათიანი – თურქეთის მზეზე

საქმიანი ცხოვრებისგან შესვენება გადაწყვიტა ჟურნალისტმა და მომღერალმა მანიკა ასათიანმაც. ის ზაფხულს ბოდრუმში, თურქეთში, ვაჟთან ერთად ატარებს. მათი ერთად გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ დედა-შვილი საოცარ დროს ატარებს.

როგორც ვხედავთ, ქართველი ვარსკვლავების დასვენება მრავალფეროვანი და შთამბეჭდავია. ზოგი ევროპას ირჩევს, ზოგი ოკეანის გაღმა მიემგზავრება, ზოგი კი მეზობელ თურქეთს სტუმრობს.

წაიკითხეთ ასევე: