ავტორი:

ცვლილებები, რომლებიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდება

ცვლილებები, რომლებიც საქართველოში დღეიდან ამოქმედდება

დღეიდან, 1-ლი აგვისტოდან საქართველოში რიგი ცვლილებების ამოქმედება იგეგმება.

  • გთავაზობთ ინფორმაციას ყველა ამ სიახლის შესახებ.

რა ცვლილებები, ამოქმედდება საქართველოში დღეიდან

თბილისში საათობრივი პარკინგი დამატებით რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება

1-ლი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი დიღმის ნაწილსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 340 ადგილია გათვალისწინებული, მათ შორის, 14 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილის დამუხტვისთვის - ორი ადგილი.

"მაგთი“ ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტს აძვირებს

"მაგთი“ 1-ლი აგვისტოდან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის მომსახურების ტარიფებს ზრდის. კომპანიაში განმარტავენ, რომ ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ მომხმარებლებს, რომლებიც სახლის ფიქსირებული ინტერნეტით ან ინტერნეტი + IPTV მომსახურებით სარგებლობენ და გააქტიურებული აქვთ 50 მბ/წმ სიჩქარის პაკეტი.

როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში აგვისტოდან 50 მბ/წმ სიჩქარის პაკეტების ღირებულება 3 ლარის ფარგლებში იზრდება... წაიკითხეთ ვრცლად