ავტორი:

თამთა შედანიას ვაჟი შეეძინა - რა დაარქვეს ახალშობილს

თამთა შედანიას ვაჟი შეეძინა - რა დაარქვეს ახალშობილს

მოდელ თამთა შედანიას, ყოფილ "მის საქართველოს", მესამე შვილი შეეძინა. ის და დიზაინერი რატი რატიანი ახლახან ვაჟის მშობლები გახდნენ.

ახალშობილს მიხეილი (მიშკა) დაარქვეს. წყვილისთვის ეს პირველი ბიჭია - ორივეს წინა ქორწინებებიდან ქალიშვილები ჰყავთ.

წყვილს პირველი საერთო შვილი, გოგონა, კირა 2021 წელს შეეძინა.

სოციალურ ქსელში, თამთამ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

"31 ივლისს ჩვენს ოჯახს შეემატა მიხეილ რატიანი. მადლობა უფალს ამ სასწაულისთვის. გულით მადლობას ვუხდი ყველას თბილი მილოცვებისთვის და სიყვარულისთვის", - წერს შედანია.

მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე, თამთამ ფოტოსესია გამოაქვეყნა და მომავალ შვილს მიმართა: "ეს დღეები ისე ნელა გადის, თითქოს დროც ჩერდება შენს მოლოდინში. ჯერ კიდევ ჩემს სხეულში ხარ, მაგრამ უკვე ჩემი გულის ნაწილი. მაინტერესებს, როგორი ხარ... გაქვს თუ არა ჩემი თვალები, იქნებ მამას ღიმილი? ალბათ ის ლამაზი ტუჩები, რომლითაც პირველად მეტყვი “დედა”. ვგრძნობ შენს მოძრაობას. როცა ხელებს მუცელზე ვიდებ, მინდა უფრო ახლოს ვიყო შენთან. ვზივარ მარტო და მიდევს წინ შენი პატარა ტანსაცმელი. წარმოვიდგენ, როგორ მოგარგებ პირველ პაწაწინა ბოდეს. შენ ჯერ კიდევ გზაში ხარ, მაგრამ უკვე ყველაზე დიდი სიყვარული ხარ ჩემს ცხოვრებაში. უკვე ვიცი, რომ როცა პირველად შეგეხები, მთელი სამყარო შეიცვლება. მე შენს დედად ყოფნისთვის დავიბადე".

თამთა და რატი დიდი ხანია ერთად არიან, თუმცა ჯვარი 2022 წელს დაიწერეს. დღეს თამთა შედანია საკუთარ სამოდელო სტუდიას ხელმძღვანელობს.