ნიუ-იორკში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ქალაქში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.
წვიმას კიდევ უფრო ამძიმებდა ის ფაქტი, რომ მანჰეტენის მეტროს სადგურზე ელექტროენერგიის გათიშვამ რამდენიმე მატარებლის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.


LIRR-ის მატარებელი ქუინსში, ბეისაიდის სადგურთან ახლოს, ლიანდაგზე რამდენიმე საათის განმავლობაში გაიჭედა. მაშველები იძულებულები გახდნენ მგზავრების დასახმარებლად კიბეები გამოეყენებინათ.


"თავიდან შემეშინდა. ლიანდაგზე გაჩერებიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ შუქი ჩაქრა. სწორედ მაშინ გავიფიქრე: "ვაიმე, რაღაც ხდება!““, - იხსენებს ჯესიკა გრანტი, სტოუნი ბრუკის მცხოვრები.


ოფიციალური პირების თქმით, წყალდიდობის გამო ასევე დაიხურა ლონგ-აილენდის ჩქაროსნული გზატკეცილი, ასევე ქროს-აილენდის და სტეიტენ-აილენდის გზატკეცილი.
კოკისპირული წვიმების გამო,ნიუ-იორკის სამ მთავარ აეროპორტში ყველა რეისი რამდენიმე საათით გადაიდო.
