ავტორი:

მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია სეტყვა, წვიმა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია სეტყვა, წვიმა - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს და ხვალ საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

  • სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია სეტყვაც და ელჭექის დროს ქარის გაძლიერებაც.

"1-ელ და 2 აგვისტოს საღამოს და ღამის საათებში საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.