"ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე 31 ივლისს ოფიციალურად წარადგინა. წარდგენის ღონისძიება მთაწმინდაზე გაიმართა და მას მმართველი გუნდის მხარდამჭერები დაესწრნენ.
მათ შორის იყო კლინიკა კლინიკა "ვივამედის" დირექტორი ნინო ნადირაძე, რომელსაც ღონისძიებამდე მისვლამდე ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს, რაც საბოლოოდ სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნადირაძის კომენტარის ამსახველი ვიდეო კადრები, ხოლო შემდეგ ე.წ. სქრინები ვიდეოდან სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
ამ თემას "ვივამედის" დირექტორი სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს:
"ხალხო, უფრო უარესი ფოტოებიც მაქვს, ბევრად, ასე თუ გაბედნიერებთ, მოგცემთ, ანუ სიელმე და ნაკლი ლიბერალურ ბაბლში მიუღებელია? არ მაქვს უფლება, ვიყო შეუხედავი და ნაკლოვანი?
რომ ვამბობ ბოლშევიკები ხართ და ფაშისტები-თქო, ნუ გიკვირთ მერე თქვენი ბულინგი რომ ყოველ ჯერზე მაძლიერებს, ხომ უნდა ხვდებოდეთ ამდენს, მაგრამ უნიჭოები ხართ", - წერს ნინო ნადირაძე: