ავტორი:

ავსტრალიაში ჯოხისებრი მწერის ახალი, გიგანტური სახეობა აღმოაჩინეს

ავსტრალიაში ჯოხისებრი მწერის ახალი, გიგანტური სახეობა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა ავსტრალიის შორეულ ტროპიკულ ტყეში, ჩრდილოეთ ქუინსლენდში, ათერტონის პლატოს მაღალ სიმაღლეზე ჯოხისებრი მწერის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. მათი განცხადებით, ეს ქვეყანაში აღმოჩენილი ყველაზე მძიმე მწერია.

40 სმ სიგრძის ახალ სახეობას - Acrophylla alta ჰქვია, ის თითქმის გოლფის ბურთის წონის არის.

მეცნიერების განცხადებით, სწორედ შორეული ჰაბიტატია იმის მიზეზი, რომ ის ამდენი ხნის განმავლობაში აღმოუჩენელი დარჩა.

აღმოჩენის შესახებ კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალ Zootaxa-ში. მედიის ინფორმაციით, ჯოხისებრი მწერი, სავარაუდოდ, უფრო მძიმეა, ვიდრე რეგიონის ენდემური სახეობა გიგანტური ტარაკანი.

"მწერს სხეულის მასა, სავარაუდოდ, ცივ პირობებში გადარჩენაში ეხმარება. სწორედ ამან განაპირობა მათი ზომის ზრდა საუკუნეების განმავლობაში. ეს ავსტრალიის ყველაზე მძიმე მწერია... ტროპიკულ ტყეებში, მაღალ ადგილებზე ბინადრობს. ასე რომ, მისი ნახვა ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია.

ყველას განსხვავებული ზედაპირი და ტექსტურა აქვთ. შეიძლება სხვადასხვა ფორმისაც კი იყვნენ." - ამბობს ჯეიმზ კუკის უნივერსიტეტის პროფესორი ანგუს ემოტი.

წყარო