შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ასევე უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
ანასტასია კალანდაძე აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო, მან ქართულში 60, ხოლო ინგლისურში 70 ქულა მოიპოვა.
- ანასტასია, როგორ შეძელი, რომ ქართულში და ინგლისურში მაქსიმალური ქულები აიღე?
- სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიცი, თუმცა ალბათ ყველაფერი მომზადებას უკავშირდება, ძალიან დიდი შრომა ჩავდე მთელი წლის განმავლობაში, ჩემი მიზანი იყო მაქსიმალური ქულები მიმეღო. ინგლისურში ჩემით ვმეცადინეობდი, ქართულში კი რეპეტიტორთან დავდიოდი.
- რა არის გამოცდებზე წარმატების მისაღწევად მთავარი?
- ჩემი აზრით, წარმატების მისაღწევად მთავარია თავდაჯერებულობა, ნაწარმოების გააზრება იმის გარეშეც შეგიძლია, პროგრამულად გავლილი გაქვს თუ არა. სიმშვიდის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი... წაიკითხეთ ვრცლად