სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა ბრაკონიერებთან ბრძოლის ახალი მეთოდი შეიმუშავეს.
მოკოპანეში მდებარე სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტმა ანტიბრაკონიერული კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც მარტორქების რქებში რადიოაქტიური იზოტოპების შეყვანა იგეგმება. უნივერსიტეტის განცხადებით, ცხოველთა ჯანმრთელობისთვის ეს ნივთიერებები აბსოლუტურად უსაფრთხოა, თუმცა ადვილად ვლინდება საზღვრის გადაკვეთისას საბაჟოს წარმომადგენლებს მიერ.
პროექტი უნივერსიტეტის, ბირთვული ენერგიის სპეციალისტებისა და ბუნების დამცველებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
ინიექცია 5 ცხოველს უკვე ჩაუტარდა. ორგანიზატორთა აზრით, ეს გადაშენების პირას მყოფი სახეობის გადასარჩენი მასობრივი პროგრამის დასაწყისია.

გასულ წელს, პროგრამის საცდელი ფაზის დროს ერთ-ერთ თავშესაფარში, იზოტოპები დაახლოებით 20 მარტორქას შეუყვანეს და ამით საფუძვლად დაედო პროექტის ოფიციალურ დასაწყისს.
როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ნივთიერებები საკმაოდ ეფექტურად აისახება აეროპორტებსა და საზღვრებზე დამონტაჟებულ რადიაციულ დეტექტორებზე, რაც მომავალში სამართალდამცველებს ბრაკონიერებისა და კურიერების იდენტიფიცირებაში დაეხმარება.