"ბოდიშს ვუხდი საზოგადოების ყველა წევრს, ვისი ენერგიაც ამ ეპიზოდზე დაიხარჯა" - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს და მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე აკეთებს განცხადებას.
"დღეს ჩემი ინიციატივით შევხვდი ლევან ხაბეიშვილს Levan Khabeishvili. ასევე მქონდა კომუნიკაცია ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან. ჩემი დამოკიდებულება 4 ის აქციასთან დაკავშირებით, არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა გამოვაცხადოთ ცვლილების თარიღები, თუ რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ ყველა პოლიტიკურ დაპირებას და სიტყვას რჩება იგივე.
ამასთანავე, სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას ეს კამათები თავს არ უნდა მოვახვიოთ, მითუმეტეს ხისტი ფორმებით. პატივისცემა მინდა გამოვხატო ართანამშრომლობაში და ბრძოლაში მყოფ ყველა ადამიანის და პარტიის მიმართ, ამ კონკრეტულ კონტექსტში კი თინა ბოკუჩავას და ლევან ხაბეიშვილის მიმართ.
Tina Bokuchava სწორი იდეის გარშემო ერთობით გავიმარჯვებთ. ბოდიშს ვუხდი საზოგადოების ყველა წევრს, ვისი ენერგიაც ამ ეპიზოდზე დაიხარჯა" - წერს ხოშტარია.
რამდენიმე დღის წინ ხოშტარიამ დაწერა, რომ "ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ, ამ დროს იქნება რევოლუციაო, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი ან "ქოცი“ და სუს-ი". მისი თქმით, ბრძოლა აუცილებლად დასრულდება არსებული სისტემის დამარცხებით, თუმცა კონკრეტული თარიღის თქმა შეუძლებელია.