შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციის თანამშრომელ დ.კ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელსაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. გარდა ამისა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და ერთი ცალი ნაგანის სისტემის რევოლვერებისათვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნა, რომლებსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ.
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე სეკუნდა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.