ავტორი:

რა ხდება რეალურად უკრაინულ ქალაქში, რომელზეც რუსები ამბობენ, რომ აიღეს, უკრაინელები კი ფაქტს უარყოფენ

რა ხდება რეალურად უკრაინულ ქალაქში, რომელზეც რუსები ამბობენ, რომ აიღეს, უკრაინელები კი ფაქტს უარყოფენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ დონბასის ცენტრში მდებარე ქალაქი ჩასივ იარი აიღო, სადაც საბრძოლო მოქმედებები სულ მცირე 2024 წლის აპრილიდან მიმდინარეობდა.

"კრამატორსკ-დრუჟკოვკას მიმართულებით სამხრეთის ჯარების ჯგუფის შეტევითი მოქმედებების შედეგად, ქალაქი ჩასივ იარი განთავისუფლდა“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში .

  • პარალელურად, უკრაინულმა მხარემ ჩასივ იარის რუსი სამხედროების მიერ აღება უარყო.

"ჩასივი იარში სიტუაცია იგივეა, რაც ბოლო თვეებში“, - განუცხადა გამოცემა RBC-Ukraine-ს ხორტიცას სამხედრო დაჯგუფების წარმომადგენელმა ვიქტორ ტრეგუბოვმა.

უკრაინული OSINT პროექტის DeepState- ის თანახმად, რუსულმა ჯარებმა მოახერხეს ქალაქის უმეტესი ნაწილის დაკავება, თუმცა დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით მდებარე გარეუბნები უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ რჩება.

2022 წლიდან, როდესაც ბახმუტისთვის ბრძოლა დაიწყო, ჩასივ იარი უკრაინის შეიარაღებული ძალების საკვანძო ლოჯისტიკური პუნქტი იყო და ინტენსიური დაბომბვის ობიექტი გახდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ, განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ ჩასივ იარის 2024 წლის 9 მაისამდე აღების ამოცანა დაისახა.

თუმცა, ქალაქის აღების ოპერაცია ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდა. ბრძოლებისა და განუწყვეტელი დაბომბვების შედეგად, ჩასივ იარი თითქმის მთლიანად განადგურდა.

  • თუ რუსული ჯარების მიერ ჩასივ იარის სრული აღების შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, ამ ტერიტორიაზე რუსული შეტევის შემდეგი სამიზნე, სავარაუდოდ, კონსტანტინოვკა იქნება - უკრაინის შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი დასაყრდენი, რომლის გავლითაც კრამატორსკისა და სლავიანსკისკენ მიმავალი გზა გადის.

"რაც შეეხება კონსტანტინოვკაზე აღმოსავლეთიდან შეტევის შემდგომ განვითარებას, მანამდე კიდევ რამდენიმე პატარა დასახლების დაკავება მოგვიწევს, რომლებიც გარშემორტყმულია გამაგრების ფართო სისტემით" - ამბობს რუსული Z-არხის "რიბარის" ავტორი.

მისივე თქმით, ჩასივ იარისთვის ბრძოლები 16 თვეზე მეტხანს გაგრძელდა და კონსტანტინოვკა ფართობით სამჯერ დიდია.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ალექსანდრე კოვალენკო არ უარყოფს, რომ რუსმა ჯარებმა "ფაქტობრივად დაიკავეს ქალაქის ყველაზე რთული ნაწილი, უფრო სწორად, ის, რაც მისგან ორწლიანი აქტიური სამხედრო მოქმედებების შემდეგ დარჩა". თუმცა, ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ჩასოვ იარის აღების შესახებ არ ადასტურებს.

"გულწრფელად რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ჩასივ იარში სიტუაცია მართლაც ძალიან რთულია, ინფორმაცია ოკუპანტების მიერ ქალაქის აღების შესახებ საერთოდ არ შეესაბამება რეალობას.“

წყარო