პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა ხუთშაბათს გაავრცელა შემზარავი ვიდეო, სადაც ისრაელელი მძევალი რომ ბრასლავსკი ჩანს. 21 წლის ბრასლავსკი ექვსწუთიანი ვიდეოს დროს სუსტად გამოიყურებდა და ტირის. The Times of Israel-ის ინფორმაციით, ვიდეო მის გამტაცებლებთან კონტაქტის დაკარგვამდე რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი.
"მათ ჩემი ბიჭი გატეხეს. მინდა, რომ ახლავე სახლში დააბრუნონ“, - განუცხადა მისმა დედამ, ტამი ბრასლავსკიმ, Ynet News-ს.
"ვიცი, რამდენჯერ სცემეს. ვიცი, რადგან რომი არ ტირის. თუ ტირის, ეს იმიტომ ხდება, რომ ძალადობენ. შეხედეთ მას. გამხდარი, კოჭლი, ცრემლებით სავსე. ყველა ძვალი ამოვარდნილი აქვს.".

ეს ბრასლავსკის მეორე ვიდეოა. მანამდე კი გავრცელდა ვიდეო, რომელიც ტყეში იყო გადაღებული. მძევალი ამბობდა, რომ "ჯოჯოხეთს" განიცდიდა და შესამჩნევად ცუდად გამოიყურებოდა.
"The Times of Israel"-ის ცნობით, ბრასლავსკის ოჯახმა უსაფრთხოების სამსახურის უფროსებთან და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივი შეხვედრა მოითხოვა.
"ხალხი ბევრს საუბრობს ღაზაში მიმდინარე მოვლენებზე, შიმშილზე... ვეკითხები ყველას, ვინც შიმშილზე საუბრობს: ნახეთ ჩვენი რომი? მას არც საკვები და არც წამალი მიეწოდება“, - წერს ოჯახი მძევლებისა და დაკარგული ოჯახების ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ისრაელის შეფასებით, ღაზაში ჯერ კიდევ 20 ცოცხალი მძევალია ჩარჩენილი. პრეზიდენტმა ტრამპმა ჰამასს მოუწოდა, გაათავისუფლოს დარჩენილი ისრაელელი მძევლები და დაასრულოს ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში.