ჩემს მეგობრებს რუსეთში: პრეზიდენტი ტრამპი არც ობამაა და არც ბაიდენი, მასთან ხუმრობა არ შეიძლება, - ასე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლის თანახმადაც მან რუსეთთან ახლოს ბირთვული წყალქვეშა ნავები გაგზავნა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ მან „შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გასცა“.
წაიკითხეთ ასევე: