სურამთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარი ფაქტის გამო, ავტომაგისტრალზე საცობი შეიქმნა.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.