ავტორი:

ბენზინგასამართი სადგურების ნაწილზე საწვავი გაძვირდა - სად რა ღირს?

ბენზინგასამართი სადგურების ნაწილზე საწვავი გაძვირდა - სად რა ღირს?

საქართველოში საწვავის ფასების ზრდა გრძელდება. გასული კვირის განმავლობაში რამდენიმე ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასები ისევ გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, Petrol Prices-ის მონაცემებით, 27 ივლისიდან 3 აგვისტოს პერიოდში საწვავი ქვეყანაში 5-10 თეთრის ფარგლებშია გაძვირებული.

შეგახსენებთ, 20-27 ივლისის პერიოდში "ბიზნესპრესნიუსი“ წერდა, რომ ქვეყანაში ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი 4-20 თეთრის ფარგლებში იყო გაძვირებული. ფასების ზრდას დარგის სპეციალისტები აგვისტოშიც ელოდებიან.

საწვავის გაძვირების მოლოდინები გამოწვეული იყო რუსეთის მიერ, ბენზინის ექსპორტის დროებით აკრძალვით, რაც 1-ელი აგვისტოდან შევიდა ძალაში.

საქართველოში საწვავი 5-10 თეთრის ფარგლებში გაძვირდა... განაგრძეთ კითხვა