SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ახალი ეკიპაჟი გაგზავნა, რომელსაც დანიშნულების ადგილამდე ჩასასვლელად სულ რაღაც 15 საათი დასჭირდა.
Nasa-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან ორი ამერიკელი, რუსი და იაპონელი ასტრონავტები SpaceX-ის კაფსულებით გაემგზავრნენ. ისინი მარტში გამგზავრებულ კოლეგებს ადგილებს გაუცვლიან და დედამიწის ორბიტაზე მინიმუმ 6 თვეს გაატარებენ. SpaceX 4 თვის წინ გაგზავნილ ოთხ ასტრონავტს სახლში ოთხშაბათს დააბრუნებს.

ასტრონავტების ახალი გუნდის ჩასვლით კოსმოსურ სადგურზე რამდენიმე დღის განმავლობაში 11 ადამიანი იცხოვრებს.

დამხვედრმა ასტრონავტებმა ახალჩასულებს ცივი სასმელები და ცხელი საკვები დაახვედრეს.

იმის მიუხედავად, რომ Space X-ის გაგზავნილი ასტრონავტების ფრენა აშშ-ის სტანდარტებით სწრაფი იყო, კოსმოსურ სადგურამდე უსწრაფესი ფრენის რეკორდი რუსებმა დაამყარეს და იქ ელვისებური სისწრაფით, სულ რაღაც 3 საათში ჩაფრინდნენ.
წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა