ავტორი:

გარდაიცვალა დიდი ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია

გარდაიცვალა დიდი ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია

ვრცელდება სამწუხარო ცნობა, გარდაიცვალა დიდი ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია. ambebi.ge - ის ეს ინფორმაცია ოჯახის წევრმა, მისმა რძალმა ეკა ჭიჭინაძემ დაუდასტურა.

რეჟისორი ბოლო ხანს ავადმყოფობდა, მისი მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.

ის რეჟისორ ნიკოლოზ შენგელიასა და მსახიობ ნატა ვაჩნაძის ოჯახში 1933 წლის 26 იანვარს დაიბადა. არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კინემატოგრაფის შედევრებია მის მიერ გადაღებული ფილმები: "არაჩვეულებრივი გამოფენა“, "შერეკილები“, "სამანიშვილის დედინაცვალი“, "ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“.

მომავალმა რეჟისორმა უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში.

1957–1959 წლებში მუშაობდა კინოსტუდია "მოსფილმში“. 1960 წლიდან გადავიდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში“.

თავისი სადებიუტო ფილმი "თეთრი ქარავანი" გადაიღო თამაზ მელიავასთან ერთად, 1963 წელს.

შემდეგი ნამუშევარი იყო დავით კლდიაშვილის მოთხრობის "მიქელას“ ეკრანიზაცია (1964.) მოგვიანებით, 1977 წელს ის კვლავ დაუბრუნდა კლდიაშვილის შემოქმედებას და გადაიღო "სამანიშვილის დედინაცვლი“ (1977).

ელდარ შენგელაიამ სახელი გაითქვა დრამატურგ რეზო გაბრიაძესთან თანამშრომლობით. მათ ერთობლივად შექმნეს კომედიური ფილმები "არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968) და "შერეკილები“ (1973).

  • ambebi.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი რეჟისორის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ქართველ საზოგადოებას

იხილეთ ასევე: