ახალ ზელანდიაში დააკავეს ქალი, რომელიც ორი წლის გოგონასთან ერთად ავტობუსით მგზავრობდა. ამ ამბავში უჩვეულო ის არის, რომ ქალს ბავშვი ხელბარგით გადაჰყავდა.
"მძღოლი შეშფოთდა, როდესაც შენიშნა, რომ ჩანთა მოძრაობდა. როდესაც მან ჩემოდანი გახსნა, იქ ორი წლის გოგონა აღმოაჩინა", - ნათქვამია ახალი ზელანდიის პოლიციის განცხადებაში.
"პატარა გოგონა ძალიან გახურებული იყო, მაგრამ სხვა მხრივ ფიზიკურად უვნებელი ჩანდა,“ - განაცხადა პოლიციამ.
სამართალდამცველთა თქმით, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს სამედიცინო შემოწმებისთვის. მედიისთვის უცნობია, ქალი და ბავშვი ვინ არიან ერთმანეთისთვის.
"მადლობას ვუხდით ავტობუსის მძღოლს, რომელმაც შეამჩნია, რომ რაღაც რიგზე არ იყო და დაუყოვნებლივ იმოქმედა, რითაც თავიდან აიცილა ის, რაც შეიძლება ბევრად უარესი შედეგით დასრულებულიყო,“ - თქვა პოლიციამ.