ავტორი:

პეკინში კვლავ წყალდიდობას ებრძვიან - გამოცხადდა უსაფროების მაქსიმალური დონე, გარდაცვლილია 44 ადამიანი

პეკინში კვლავ წყალდიდობას ებრძვიან - გამოცხადდა უსაფროების მაქსიმალური დონე, გარდაცვლილია 44 ადამიანი

ძლიერი წვიმის გამო, პეკინის უმეტეს ნაწილში უსაფრთხოების მაქსიმალური დონე გამოცხადდა.

  • Reuters-ის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს აუცილებელი საჭიროების გარდა საცხოვრებლები არ დატოვონ.

მათივე ცნობით, ქვეყნის სამხრეთ პროვინცია გუანდუნგში, შაბათ-კვირას, მასშტაბური სამძებრო ოპერაციის შემდეგ, რომელშიც 1300-ზე მეტი მაშველი მონაწილეობდა, ხუთი ცხედარი იპოვეს, რომლებიც წყალდიდობის ემსხვერპლნენ.

ივლისის ბოლოს პეკინში რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმების შედეგად, სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა.

მათი უმეტესობა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბანში, მიუნის რაიონში, მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა.