თვითმხილველების თქმით, შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც მოტოციკლებზე ისხდნენ, ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით 60-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები გაიტაცეს.
"ისინი მოტოციკლებით მოვიდნენ, ისროდნენ და შემდეგ ჩვენი ქალიშვილები და ბავშვები გაიტაცეს. მას შემდეგ მათგან არაფერი გვსმენია“, - განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
ნიგერიაში ადგილობრივმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ბოლო წლებში ასობით ადამიანი მოკლეს და ათასობით ადამიანი გაიტაცეს. ისინი ხშირად თვეების განმავლობაში აკავებენ ტყვეებს და მათი გათავისუფლებისთვის გამოსასყიდს ითხოვენ.