ავტორი:

"ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ მზია ამაღლობელს, მათ შორის ფსიქოლოგიურადაც" - სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ მზია ამაღლობელს, მათ შორის ფსიქოლოგიურადაც" - სალომე ზურაბიშვილი

ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ [მზია ამაღლობელს], მათ შორის, ფსიქოლოგიურადაც - სრულად საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ [მოსამართლეს საქმე] ბოლომდე შეესწავლა, შაბათ-კვირა იყო, - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში განაცხადა.

  • „არ მაქვს მოლოდინი. ერთხელ და სამუდამოდ ვთქვი, რომ მე პროგნოზებს არ ვაკეთებ. ძალიან მძიმე დღე არის. ძალიან მძიმე პირობებში აყენებენ [მზია ამაღლობელს]. ეს წასვლა-წამოსვლა რთულია. ცხადია, რთულია ფსიქოლოგიურადაც, როცა ელოდები, რომ დღეს იქნება განაჩენი და კიდევ გადაიდო. სრულად საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ ბოლომდე შეესწავლა, შაბათ-კვირა იყო,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, მოსამართლე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა საბოლოო სიტყვით ისარგებლა. გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.