ავტორი:

უზადო სხეული და საუცხოო შარმი - 55 წლის ნაომი კემპბელი პაპარაცებმა იბიცაზე დააფიქსირეს

უზადო სხეული და საუცხოო შარმი - 55 წლის ნაომი კემპბელი პაპარაცებმა იბიცაზე დააფიქსირეს

55 წლის სუპერმოდელი პარასკევს, პაპარაცებმა იბიცაზე დააფიქსირეს. ნაომი კემპბელი ვარდისფერ ბიკინიში იყო გამოწყობილი და დროს სანაპიროზე ატარებდა.

აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავმა 2025 წლის მაისში გამართულ Met Gala - ზე დასწრებაზე უარი განაცხადა. მედიაში გავრცელდა ჭორები, რომ ამის მიზეზი ნაომისა და ანა ვინტურს შორის არსებული უთანხმოება იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ პირადად იქ არ ვარ, სულით თქვენს გვერდით ვარ" - დაწერა მაშინ მოდელმა ინსტაგრამზე.

სუპერმოდელს პირველი შვილი 50 წლის ასაკში შეეძინა. "ლამაზმა ღვთის საჩუქარმა დედად ამირჩია", - წერდა ის. 2022 წელს, ბრიტანული Vogue-ის მარტის ნომრის გარეკანისთვის შვილთან ერთად იპოზიორა და თქვა, რომ ყოველთვის იცოდა, რომ ერთ დღეს დედა გახდებოდა.

რამდენიმე წლის შემდეგ, 53 წლის ასაკში, ნაომი მეორე შვილის, ბიჭის დედა გახდა.