უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, რომელიც "ბათუმელების: დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს უწევს, განცხადებას ავრცელებს.
"ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომელიც მზარდი შეშფოთების სიმბოლოდ იქცა საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისთვის სივრცის შემცირებასთან დაკავშირებით, დღეს დასრულდა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვები წარმოადგინა.
ჩვენი სასამართლო პროცესის მონიტორინგის ინიციატივა, რომელიც საქმეს აკვირდებოდა, შეშფოთებულია მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებებით და იმით, თუ როგორ წარიმართა პროცესი.
ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით განაჩენს და გამოვაქვეყნებთ სამართლიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც შეაფასებს სასამართლო პროცესს საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში“, - ნათქვამია კლუნების ფონდის განცხადებაში, რომლის ტექსტსაც "ნეტგაზეთი" ავრცელებს"