ავტორი:

პლასტმასას წარმოება 1950 წლის შემდეგ 200-ჯერ არის გაზრდილი - საფრთხე, რომელმაც შესაძლოა მთლიანი სახეობები გაანადგუროს

პლასტმასას წარმოება 1950 წლის შემდეგ 200-ჯერ არის გაზრდილი - საფრთხე, რომელმაც შესაძლოა მთლიანი სახეობები გაანადგუროს

მეცნიერთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ახალი დასკვნის მიხედვით, პლასტმასას წარმოების დღევანდელი მასშტაბები “სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ასევე დედამიწის ეკოსისტემას.

ჩვილის ასაკიდან - მოხუცებულობამდე პლასტმასას მუდმივად ზემოქმედება ორგანიზმზე, იწვევს სხვადასხვა დაავადებებს და სიკვდილს, მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად მისგან ადამიანების ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი მინიმუმ $1.5 ტრილიონი დოლარით განისაზღვრება.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 1950 წელთან შედარებით პლასტმასის წარმოება 200-ჯერ არის გაზრდილი, ხოლო 2060 წლისთვის დღევანდელი რაოდენობა სავარაუდოდ გასამმაგდება და წელიწადში მილიარდ ტონას გადააჭარბებს.

მიუხედავად იმისა რომ პლასტმასა ნებისმიერ სფეროში გამოიყენება, წარმოებაში ყველაზე დიდი წილი მაინც ისეთ ერთჯერად პროდუქტებზე მოდის როგორიც წყლის ბოთლები და სწრაფი კვების კონტეინერებია, აქედან მხოლოდ 10% გადამუშავდება ხელმეორედ, შედეგად პლანეტა ყოველწლიურად 8 მილიარდი ტონა პლასტმასით ბინძურდება, რაც დარტყმის ქვეშ აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას ისე ბუნებას.

მავნე ზემოქმედება, წარმოებისთვის საჭირო წიაღისეული მოპოვებით იწყება და მზა პროდუქციის გამოყენებით გრძელდება - ტოქსიკური ქიმიკატებით ატმოსფეროს დაბინძურება, პლასტმასის მიკრონაწილაკების სხეულში მოხვედრა… ეს პრობლემების მხოლოდ მცირე ნაწილია. გადაყრილი ტარა ხელს უწყობს დაავადებების გადამტანი კოღოების გამრავლებას, რადგან ნაგავში დაგროვილი წყალი მათთვის იდეალური საკვერცხე გარემოა.

გაეროს მიერ 2022 წელს დამტკიცებული „გლობალური პლასტმასის ხელშეკრულება“ პლასტმასის კრიზისის სამართლებრივი რეგულირებას ითვალისწინებს, თუმცა მოლაპარაკებები ფერხდება, ძირითადად იმ ქვეყნების წინააღმდეგობის გამო, რომლებიც ასევე საწვავის მთავარ ექსპორტიორებად გვევლინებიან. (მაგ. საუდის არაბეთი).

“პლასტმასას ზემოქმედება განსაკუთრებით მძიმედ აისახება მოწყვლად ჯგუფებზე: ჩვილებსა და ბავშვებზე. ის პრაქტიკულად არ იშლება და დღეს უკვე ცხადია, რომ მსოფლიო პლასტმასას კრიზისს მხოლოდ გადამუშავების გზით ვერ გადაურჩება,“ - აცხადებს კვლევის მთავარი ავტორი, პროფესორი ფილიპ ლანდრიგანი.

პლასტმასის 98%-ზე მეტი ნავთობის, გაზის და ქვანახშირის გამოყენებით არის დამზადებული, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიარდი ტონა CO₂-ის გამოყოფით ატმოსფეროს დაბინძურების ეკვივალენტია. წარმოებისას კი16,000-ზე მეტი ქიმიური ნაერთი — შთამნთქმელები, საღებავები, სტაბილიზატორები გამოიყენება. ბევრი მათგანი ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. შემდგომში პლასტმასა ნარჩენები მიკრო და ნანონაწილაკებად იშლება, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში წყლის, საკვების და ჰაერის საშუალებით ხვდებიან და მიუხედავად იმისა რომ ზეგავლენა ბოლომდე შესწავლილი არ არის, სპეციალისტები მათ ინსულტებისა და გულის შეტევების ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორებად მოიაზრებენ.

პლასტმასა ხშირად იაფ მასალად მიიჩნევა, მაგრამ, ანგარიშის ავტორების თქმით, მისი ფარული ღირებულება — ჯანმრთელობის ზიანის გათვალისწინებით — გაცილებით მაღალია. მხოლოდ სამი ქიმიკატის — PBDE, BPA და DEHP — ზეგავლენით გამოწვეული ჯანმრთელობის ზიანი 38 ქვეყანაში $1.5 ტრილიონად არის შეფასებული.

წყარო