ავტორი:

“კაცი, რომელმაც მილიონობით სიცოცხლესთან ერთად, ჩემიც გაანადგურა“ - პუტინის იდუმალი შვილი დახურულ პლატფორმაზე გამოჩნდა და ხმაურიან განცხადებებს წერს: რა გამოიძია BILD-მა

“კაცი, რომელმაც მილიონობით სიცოცხლესთან ერთად, ჩემიც გაანადგურა“ - პუტინის იდუმალი შვილი დახურულ პლატფორმაზე გამოჩნდა და ხმაურიან განცხადებებს წერს: რა გამოიძია BILD-მა

“პარიზის თვალწარმტაც სამხატვრო სცენაზე დამალობანას თამაში მოჰბეზრდა: პირველად, ვლადიმერ პუტინის “საიდუმლო ქალიშვილი“, ლუიზა როზოვა, ღიად საუბრობს მამამისსა და საფრანგეთში, ემიგრაციაში ცხოვრებაზე. სენსაციაა, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც აქამდე ფანტომივით ცხოვრობდა, ამ ნაბიჯს დგამს,“ - ამის შესახებ გამოცემა BILD წერს და მის განცხადებებს ციტირებს, რომელიც როზოვას დახურულ ტელეგრამარხზე ვრცელდება.

  • „კაცი, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა და ჩემი ცხოვრება გაანადგურა“,- წერს თავის Telegram არხზე ხელოვნების ფაკულტეტის კურსდამთავრებული, რომელიც 2003 წლის 3 მარტს სანქტ-პეტერბურგში დაიბადა, 72 წლის ვლადიმერ პუტინზე.

2020 წელს კრემლის ცნობილმა კრიტიკულმა კვლევითმა პლატფორმამ „Proekt“ პირველად გაამხილა, რომ გოგონა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის “უკანონო“ ქალიშვილი იყო და მისი დედა გოგონას დაბადების შემდეგ მოულოდნელად გამდიდრდა.

  • გამოცემა როზოვას დახურული ტელეგრამარხიდან ფოტოსაც აქვეყნებს წარწერით: „ძალიან სასიამოვნოა, რომ შემიძლია ჩემი სახე კვლავ ვაჩვენო მსოფლიოს“.

BILD -ის ცნობით, ეჭვს ამყარებს ის ფაქტიც რომ როზოვას დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია, თუმცა შუა სახელია „ვლადიმეროვნა“. გარდა ამისა, ლუიზასა და პუტინს შორის არნახული მსგავსებაა.

ლუიზა თითქმის ყოველთვის ფარავდა სახეს თავის ინსტაგრამ ანგარიშზე.

“ივნისში, BILD-ი პასუხების მოსაძებნად პარიზში გაემგზავრა, სადაც ამასობაში ლუიზა როზოვამ წარმატებით დაამთავრა ICART-ის სამხატვრო აკადემია. რეპორტიორი შეხვდა მხატვრებს, რომლებიც მას L გალერეიდან და Espace Albatros-ის სამხატვრო ცენტრიდან იცნობდნენ: „ძალიან მომხიბვლელი გოგონაა“, - იყო ერთსულოვანი მოსაზრება,“ - წერს გამოცემა.

ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა 2020 წელს ლუიზა როზოვას Instagram-ის პროფილი გაასაჯაროვეს. ის ძალიან მდიდარი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, თავს იწონებდა კერძო თვითმფრინავშიც.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, გოგონა ინსტაგრამიდან გაქრა. ახლა კი, მის დახურულ ტელეგრამარხზე, ლუიზა აღარ მალავს სახეს.

  • „ძალიან კარგია, რომ შემიძლია ჩემი სახე კვლავ ვაჩვენო მსოფლიოს... ეს ყოველდღე მახსენებს, თუ ვინ დამინგრია ცხოვრება. კაცი, რომელმაც მილიონობით სიცოცხლესთან ერთად, ჩემიც გაანადგურა“, - წერს როზოვა თუმცა, პუტინის სახელს არ ახსენებს.

როგორც მედია წერს, როზოვას 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მას სამშობლოს დატოვება და ყველა სოციალური კავშირის გაწყვეტა მოუწია და ახლა „ოქროს გალიაში“ ცხოვრობს.

„მე არ შემიძლია ზედმეტი წრე შემოვუარო ჩემს საყვარელ სანქტ-პეტერბურგს. ვერ ვსტუმრობ ჩემს საყვარელ ადგილებსა და დაწესებულებებს“, - თუმცა არაფერს ამბობს უკრაინელი და რუსი ოჯახების ტანჯვაზე ამ ომში.

როგორც BILD -ი წერს, ლუიზა როზოვამ მათ უარი უთხრა ინტერვიუზე.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე დიდი შემოთავაზება მივიღე. ყველაზე უარის თქმა მომიწია. მადლობა შემოთავაზებისთვის“, - უთხრა მან რედაქციას.

იხილეთ ასევე: