ავტორი:

ფუტურისტული საჰაერო ტაქსები რეალობა ხდება - ნიუ-იორკელები მომავალი წლიდან უკვე "იფრენენ"

ფუტურისტული საჰაერო ტაქსები რეალობა ხდება - ნიუ-იორკელები მომავალი წლიდან უკვე "იფრენენ"

ცოტა ხანში ნიუ-იორკელებისთვის საჰაერო ტაქსი ფანტასტიკის სფეროდან შეიძლება რეალობად იქცეს. კალიფორნიაში, სანტა-კრუსში დაფუძნებულმა კომპანია Joby-იმ ნიუ -ორკის Grand Central Station-ში თავისი საფრენი აპარატის პროტოტიპი წარადგინა, როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი საჰაერო ტაქსის საშუალებით ნიუ-იორკის მაცხოვრებლები, საცობებით გადატვირთული ქუჩების და მეტროს გვერდის ავლით,სულ რამდენიმე წუთში შეძლებენ ქვემო მანჰეტენიდან JFK აეროპორტში მიღწევას.

გავრცელებული ინფორმაციით, Joby საავიაციო კომპანია Blade Air Mobility-ის ყიდულობს, რომლის გამოცდილება და მატერიალური რესურსი ახლი პროექტების განხორციელებისას იქნება გამოყენებული, კომპანია ნიუ-იორკის აეროპორტებში საკუთარი ტერმინალების მოწყობას გეგმავს და აპირებს საფრენი ბაზები ააშენოს ქალაქის აღმოსავლეთ-დასავლეთ ნაწილსა და უოლ სტრიტზე.

საჰაერო ტაქსების (eVTOL) საპილოტე პროგრამის დაწყებას შესახებ აღმასრულებელ განკარგულებას დონალდ ტრამპა ხელი გასულ ივნისში მოაწერა, რამაც Joby-ის მსგავს კომპანიებს საშუალება მისცა ფედერალურ სერტიფიცირების პროცესზე დაეწყოთ მუშაობა. ამ დროისთვის კომპანიამ უკვე მოახერხა ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია მოზიდვა, მაგალითად, ისეთი კომპანიებისგან როგორებიც არიან: Uber, Toyota და Delta.

Joby-ი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომერციული ფრენების დაწყება მომავალი წლიდან იგეგმება და როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში, ვერტიკალური აფრენის საფრენი აპარატები უკვე ჩვეულ რეალობად იქცევა.

წყარო