ავტორი:

“ეს ზვიად ცეცხლაძის სამეცადინო ოთახია, ოთხივე კედელი სავსეა დიპლომებით, სიგელებით - როგორი ცხადია სხვაობა ვინ აპატიმრებს და ვის იჭერენ!?“ - ირაკლი კუპრაძე

“ეს ზვიად ცეცხლაძის სამეცადინო ოთახია, ოთხივე კედელი სავსეა დიპლომებით, სიგელებით - როგორი ცხადია სხვაობა ვინ აპატიმრებს და ვის იჭერენ!?“ - ირაკლი კუპრაძე

პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის სახლიდან ფოტოს აქვეყნებს.

მისი თქმით, ზვიადის სამედიცინო ოთახის ოთხივე კედელი სავსეა დიპლომებით, სიგელებით, წიგნებით და ეროვნული მოძრაობის პოსტერებით.

  • “ამ დროს, როგორი ცხადია სხვაობა ვინ აპატიმრებს და ვის იჭერენ!?“ - წერს პოლიტიკოსი და დაკავებულებს თავისუფლებას უსურვებს.

“მზია ამაღლობელის პროცესზე ჩავედით ბათუმში.

გზად ზვიად ცეცხლაძის ოჯახში აღმოვჩნდით. ზვიადის დედა-ნარგიზმა ბათუმურ ყავაზე მიგვიპატიჟა და არც ჩვენ ვუთხარით უარი.

ეს ზვიადის სამეცადინო ოთახია, ოთხივე კედელი სავსეა დიპლომებით, სიგელებით, წიგნებით და ეროვნული მოძრაობის პოსტერებით. ამ დროს, როგორი ცხადია სხვაობა ვინ აპატიმრებს და ვის იჭერენ!?

უნდა გვესმოდეს ვინ ჰყავს რეჟიმს ციხეში, მზია ამაღლობელის, ზვიად ცეცხლაძის და სხვა პოლიტპატიმრების სახით.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ - წერს ირაკლი კუპრაძე.