„ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე გურიის სოფელ ფამფალეთიდან ფოტოებს და ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.
“ბიბლუსის“ მიერ დაარსებულმა “წიგნიერების გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ სოფლის მოსახლეობას წიგნები გადასცა.

“დღეს. გურია. სოფელი ფამფალეთი. ახალი წიგნები პატარებს.
2024 წელს კომპანია “ბიბლუსმა“, მისი გენერალური დირექტორის ირაკლი გაგნიძის თაოსნობით, გიორგი კეკელიძესთან ერთად დააფუძნა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება, რომლის თავმჯდომარე გიორგი კეკელიძე გახდა.
საზოგადოება ქართული ქალაქებისა და სოფლების სკოლებისა და ბიბლიოთეკების წიგნებითა და კომპიუტერებით მომარაგებას, ასევე საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების მოწყობას, ლექცია-სემინარებს და სხვა საგანმანათლებლო პროექტებს ემსახურება.
პარტნიორი Gulf Georgia,“ - წერს გიორგი კეკელიძე.


