ავტორი:

აგრესორმა რუსეთმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიაზე მასირებული შეტევა განახორციელეს - დაშავებულია 10 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი (ფოტო)

აგრესორმა რუსეთმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიაზე მასირებული შეტევა განახორციელეს - დაშავებულია 10 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი (ფოტო)

5 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა ძლიერი შეტევა მიიტანეს უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაზე. ქალაქის მერის, სერგეი ზელენსკის განცხადებით, ეს იყო ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასირებული შეტევა.

არსებული ინფორმაციით, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

„ლოზოვაიაზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მრავალსართულიანი შენობები. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები, მათ შორის ორი ბავშვია“, - აცხადებს ლოზოვაიას მერი.

ლოზოვაიას მერის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად, ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

„ღამით რუსებმა ნამდვილი ტერორი მოაწყვეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებსაც მშვიდად ეძინათ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.