"ჯაბა ცუდად არის - რამდენიმე დღის წინ გულყრა დაემართა. როდესაც კრუნჩხვაში ვარდება, იქვე თვითონაც ცდილობს, რაიმე ხელის მოსაკიდებელი ნახოს, რომ არ წაიქცეს. არადა, გულყრა წამიერად ხდება და იქცევა. იმ დღეს გულყრის ეპიზოდი, რომ ჰქონდა, წარბი საწოლის კიდეს ჩამოარტყა და სისხლში იყო მოსვრილი. წარბი დიდად დაუზიანდა. ძალიან შეგვეშინდა,“ - ამბობს შშმ პირი და შშმ პირის მამა გოგიტა მურცხვალაძე, რომლის შვილს უმძიმესი დიაგნოზი აქვს და წლებია, დედ-მამას შვილის მძიმე დიაგნოზის პირისპირ ყოფნა და მასთან გამკლავება უწევს.
- ეს საშინელი სიცხეები რომ არის, მისთვის, გადასატანად ძალიან რთულია. ამიტომ ვცდილობ, წამლები არ მოაკლდეს. ბოლო პერიოდია, სოფელში ვართ, ლეჩხუმის რაიონის სოფელ ჩხუტელში. ბათუმიდან გაზაფხულზე წამოვედით, რადგან იქ ჯაბას ჰაერზე გამოყვანა ფაქტობრივად შეუძლებელია. სართულებიდან კიბეებზე მის ჩამოყვანას ვერც უეტლოდ და ვერც ეტლით მხოლოდ ჩვენ ვერ ვახერხებთ. არადა, ამის უჰაეროდ ყოფნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
აქ სახლი პირდაპირ მიწაზეა, სახლის წინ პატარა ბეტონი დავასხი, რომ მისი ეზოში გამოსვლა ადვილად მოხერხდეს. სახლს კიბე და არცერთი საფეხური არ აქვს, ამიტომ ეტლითაც შემიძლია გარეთ გამოვიყვანო.
რაც შეეხება წამლებს, რომელსაც აქ ვერ ვშოულობ, ხანდახან ქუთაისში მიწევს მათ მოსატანად წასვლა და ვარ თავად ავადმყოფი კაცი ასეთ გაწამაწიაში. ბათუმში რომ მყოლოდა, ამ საშინელი სიცხეების გადატანა გაუჭირდებოდა, აქ სოფელში, მთის ჰაერზე მისი ყოფნა, ყველა შემთხვევაში, ჯობია.
მართალია ქალაქში კარგია, რადგან კომფორტი მეტია, მაგრამ ეს გაუსაძლისი სიცხე და მისი უჰაეროდ ბინაში ყოფნა, ხომ ვამბობ, არ შეიძლება. სართულებიდან ჯაბას ეზოში გაყვანა ჩვენ ადამიანების დახმარების გარეშე არ შეგვიძლია, შენობას ლიფტიც არ აქვს. ამას რომ ავცდენოდით, ამიტომ ვართ აქ.
ახლა ქუთაისში მომიწევს მისი გამოკვლევაზე წაყვანა. ამ კვლევა-გადაღებას სისტემატურად ვუკეთებთ, რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყოს. ადრე პირიდან სისხლი წამოუვიდა, ცოტა ხნის წინ ეს ისევ დაემართა. ამის მიზეზი მაშინ ზუსტად ვერ დაადგინეს. ერთმა ექიმმა თქვა, ამ დროს ბავშვი კბილებს აღრჭიალებს და შესაძლებელია, სისხლი ღრძილებიდან მოდიოდესო. მეორე ექიმმა თქვა, იმ დროს, როცა ბავშვი იგრიხება, თან ღმუის, რადგან საშინელი ტკივილს განიცდის, არ არის გამორიცხული, მაგ დროს რაიმე კაპილარი გაწყდეს და სისხლდენა დაიწყოსო. ეს ყველაფერი მკითხაობას ჰგავს, ამიტომ ამ ყველაფრის მიზეზი დადგენილი ჯერ არ არის.
რა ვქნა, ძალიან მერიდება, მრცხვენია, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, უნდა მივმართო ხალხს დახმარებისთვის, - მათით უდგას ჯაბას სული.
ხოლო თუ რა მდგომარეობაშია ახლა ჩემი შვილი, მისი ნახვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. საიდანაც უნდათ ჩამოვიდნენ ცაგერის რაიონი სოფელი ჩხუტელში (იქ, სადაც ახლა ვიმყოფებით) და თავიანთი თვალით ნახავენ ჯაბას დღევანდელ მძიმე მდგომარეობას.
საბანკო ანგარიშები, სადაც შეგიძლიათ დაეხმაროთ ჯაბას:
საქველმოქმედო ფონდი "ხომლი“ ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად. ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607
თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007
თიბისი ბანკი. მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე. ანგარიში: GE57TB7080645064300028
ლიბერთი ბანკი. ბანკის კოდი: LBRTGE22 მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000