მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, ინდოეთის უტარაკჰანდის შტატში, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.
bbc-ის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო ჯგუფები და ჯარისკაცები. სავარაუდოდ ყველაზე მეტად ჰიმალაის მთებში მდებარე უტარკაშის რაიონის სოფელი დჰარალი დაზარალდა. დჰარალი ტურისტული ადგილია, სადაც ბევრი სასტუმრო, კურორტი და რესტორანია.
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ეხეთქება წყალი დასახლებულ პუნქტს და ანგრევს საცხოვრებელ სახლებს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენასა და დაკარგულების პოვნას ცდილობენ.
ტრაგედია ინდოეთის დროით დაახლოებით 13:30 საათზე მოხდა.
ახლომდებარე სოფელში მცხოვრებმა მოსახლეობამ განაცხადა, რომ წყლის უეცარმა მოვარდნამ ხალხს გაქცევის შანსი აღარ დაუტოვა.

ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ამ წუთებში ეძებენ.