ავტორი:

მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად, ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა: "არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორიზმს“, იმართება

მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად, ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა: "არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორიზმს“, იმართება

"არ გაბედოთ!“ ამ ლოზუნგით "ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და აქტივისტ, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად "ფილარმონიიდან“ პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

  • "ფილარმონიასთან“ მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქცია ქალებმა დააორგანიზეს. მათ გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით - "არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორიზმს!“.

მსვლელობის მონაწილეები სკანდირებენ "თავისუფლება მზიას, თავისუფლება ნინო დათაშვილს, თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“.

როგორც ცნობილია, მოსამართლე, ნინო სახელაშვილი "ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

რას შეეხება ნინო დათაშვილს, მისი უფლებადამცველის, თამარ გაბოძის განცხადებით, დათაშვილი სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, 6 აგვისტოს გადაიყვანენ.