ავტორი:

ავიაკატასტროფა აშშ-ში - სამედიცინო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ავიაკატასტროფა აშშ-ში - სამედიცინო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის არიზონას შტატში სამედიცინო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც, 4 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. CNN-ის ცნობით, მცირე ზომის სამედიცინო სატრანსპორტო თვითმფრინავი არიზონას შტატში, ნახავოს ტომის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

  • "პატარა თვითმფრინავი ახლომდებარე საავადმყოფოდან პაციენტის ასაყვანად მიფრინავდა, როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა", - განაცხადა ნახავოს პოლიციამ.

აშშ-ის ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს ცნობით, ავიაკატასტროფა Beechcraft 300-ის ტიპის თვითმფრინავმა განიცადა და შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები უკვე გაემგზავრნენ.