ავტორი:

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქს დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქს დაარტყეს - არის მსხვერპლი

რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქს დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • "დილით რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქზე დარტყმები განახორციელეს. ორი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია", - აცხადებს ივან ფედოროვი.

ფედოროვის ცნობით, რუსული ძალების იერიშების შედეგად 9 შენობა დაზიანდა.

“მძიმე და საშუალო მდგომარეობაში მყოფი ხუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს”, - აღნიშნავს ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.​