იუტას შტატში, ბონევილ სოლტ ფლეტსის რბოლის ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ ავარიის შედეგად დაიღუპა გამოცდილი მრბოლელი, რომელიც 455 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა.
ის ხმელეთზე რეკორდის დამყარებას ცდილობდა.
ასოციაციის თქმით, მრბოლელი კრის რაშკე რაკეტის ფრმის ავტომობილში იჯდა. მან რბოლის დაწყებიდან დაახლოებით ორი მილის შემდეგ კონტროლი დაკარგა.
ის გუნდის უახლეს მანქანას, Speed Demon III-ს, მართავდა.
ორგანიზატორების თქმით, დაშავებულს ავარიის შემდეგ სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მაგრამ ადგილზე გარდაიცვალა. ავარიის მიზეზი ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.
ბონევილის ველები მძღოლებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს და ლოკაციაზე გადაღებულია ისეთი ფილმების ეპიზოდები, როგორიცაა „დამოუკიდებლობის დღე“, „კარიბის ზღვის მეკობრეები: მსოფლიოს დასასრულში“ და სხვა.