პოლონეთი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, დონალდ ტუსკზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ცნობით, შეზღუდვების დაწესება საქართველოს, სომხეთის, ვენესუელისა და კოლუმბიის მოქალაქეებისთვის განიხილება.
"როცა საქმე საქართველოს მოქალაქეებს ეხება, ჩვენ პრობლემა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს. ვიცი, რომ ეს ქართველების ეროვნული მახასიათებელი არ არის, ამას ვერ ვიტყოდი, მაგრამ დღეს გარკვეული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები მოქმედებენ. რამდენიმე მათგანის დეპორტაცია უკვე განვახორციელეთ. ყველას, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ან დააკავებენ ან მათი დეპორტაცია მოხდება“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.