ავტორი:

უარი მაკიაჟზე და კოსმეტიკურ პროცედურებზე - 52 წლის კამერონ დიასი ნიუ-იორკის ქუჩებში გამოჩნდა: მსახიობის იმიჯს აქტიურად განიხილავენ

უარი მაკიაჟზე და კოსმეტიკურ პროცედურებზე - 52 წლის კამერონ დიასი ნიუ-იორკის ქუჩებში გამოჩნდა: მსახიობის იმიჯს აქტიურად განიხილავენ

52 წლის მსახიობი კამერონ დიასი შაბათ-კვირას ნიუ-იორკის ქუჩებში გამოჩნდა და პაპარაცებმაც არ დააყოვნეს.

ჰოლივუდის ვარსკვლავს კომფორტულად ეცვა. ჯინსის პერანგი, გრძელი მუქი ჯინსისვე ბოლოკაბა და სპორტული ფეხსაცმელი. მან უარი თქვა მაკიაჟზე, თმა კი შეკრული ჰქონდა.

„ჩარლის ანგელოზის“ ვარსკვლავს მართკუთხა, ოქროსფერჩარჩოიანი სათვალე ეკეთა და ქალაქში სეირნობისას სახიდან ფართო ღიმილით არ მოშორებია.

მისმა ახალმა პაპარაცულმა ფოტოებმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ნაწილი აღნიშნავს, რომ მაკიაჟის გარეშე დიასის ცნობა თითქმის შეუძლებელია.

  • ბოლო დროს მსახიობმა არაერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ უარს ამბობს კოსმეტიკურ პროცედურებზე და ბუნებრივი დაბერების მომხრეა.

ათ წელზე მეტი ხნის წინ მან აღიარა, რომ ბოტოქსის ინიექციებს იკეთებდა, თუმცა მოგვიანებით თქვა, რომ ამას ნანობდა კიდეც.

„მე ადრეც ვცადე ბოტოქსი… ამან ჩემი სახე იმდენად უცნაურად შეცვალა, რომ გავიფიქრე: „არა, არ მინდა ასეთი ვიყო“. მირჩევნია ჩემი დაბერებულ სახეს ვუყურო, ვიდრე ისეთ სახეს, რომელიც საერთოდ არ არის ჩემი“, - განუცხადა მან 2014 წელს ET-ს.

დიასი ამჟამად დაქორწინებულია Good Charlotte-ის მუსიკოს 46 წლის ბენჯი მადენზე. წყვილი ორ შვილს ზრდის.

წყარო