იუბილარმა მეგან მარკლიმ, რომელიც 4 აგვისტოს 44 წლის გახდა, დაბადების დღის აღსანიშნავ ტექსტში მადლობა თავის მეუღლეს გადაუხადა და ემოციური სიტყვები მიუძღვნა.
ფოტოზე, სადაც ჩანს, რომ თვალდახუჭული უბერავს დაბადების დღის ტორტის სანთლებს, მეგან მარკლი წერს:
„ვაქრობ სანთლებს და მადლობას ვუხდი ჩემს ქმარს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს იმისათვის, რომ ეს დღე ასეთ განსაკუთრებულად აქციეს. მათ, ვისაც არ ვიცნობ, ვინც მიგზავნის სიყვარულს ყოველდღე, ძალიან დიდი მადლობა. გთხოვთ, იცოდეთ, რომ ამას ვგრძნობ და ვაფასებ“, - დაწერა მარკლიმ.
დაბადების დღის წვეულება ბევერლი ჰილზის ცნობილ რესტორან Funke-ში გაიმართებოდა, რომელიც პოპულარული ადგილია ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორიცაა - კიმ კარდაშიანი, მიშელ ობამა, ბიონსე და ჯეი-ზი, ჯენიფერ ლოპესი, მეტ დეიმონი და მრავალი სხვა.
წარწერაში ჰერცოგინიამ რესტორანი და მისი გუნდი შეაქო.
"საოცარია! მადლობა დაუვიწყარი კერძისთვის“, - თქვა მან.
მეგანს ელეგანტური თეთრი სამოსი ეცვა, რომელიც კრისტალებით იყო მორთული. მისი მშვენიერი ტორტი ბეზეთი იყო დაფარული და ყვავილები ამშვენებდა.
იხილეთ ასევე: