ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი უნდა გახდეს ცნობილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
რამდენიმე წუთის წინ სასამართლოში მიიყვანეს მზია ამაღლობელიც, რომელსაც მხარდამჭერები გამამხნევებელი შეძახილებით შეხვდნენ, კერძოდ, ისმოდა შეძახილები: "მზია, გამაგრდი“, „თავისუფლება მზიას“.
ცნობისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავდა, რომელიც დღეს მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.