ავტორი:

"შეგიძლიათ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოთ" - მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელს

"შეგიძლიათ პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოთ" - მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, "ბათუმელების" დამფუძნებელ მზია ამაღლობელს მიმართა და განუმარტა, რომ მსჯავრდებულს შეუძლია "პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოს".

  • ინფორმაციისთვის, ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა.

კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

მოსამართლემ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

წაიკითხეთ ასევე: