ავტორი:

200 000 - ლარიანი საბანკო სესხი და ნაჩუქარი მიწის ნაკვეთები - რა ქონებას ფლობს მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა?

200 000 - ლარიანი საბანკო სესხი და ნაჩუქარი მიწის ნაკვეთები - რა ქონებას ფლობს მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა?

ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მოსამართლემ "სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი (პოლიციელზე თავდასხმა) 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შეცვალა. აღნიშნული ითვალისწინებს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული ქმედებისთვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

"ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს მოსამართლე, რომელმაც მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნულმა მოსამართლემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის აპრილში შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, ნინო სახელაშვილს ეკუთვნის: 53,3 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელი სახლი თბილისში, რომელიც 2022 წელს 55 000 აშშ დოლარად შეიძინა; ასევე, 5 მიწის ნაკვეთი ტყიბულში, რომელიც 2024 წელს ჩუქებით გადაეცა.

გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მას ჰყავს მსუბუქი ავტომობილი Ford c-max, რომელიც 5 270 აშშ დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მოსამართლის ფინანსურ მდგომარეობას, დოკუმენტის შევსების მომენტში, სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჯამში 2 206 ლარს ფლობდა.

როგორც ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, ნინო სახელაშვილს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში მოსამართლის სტატუსით, ხელფასის სახით, გასულ წელს აღებული აქვს 95 271 ლარი, ხოლო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორად - 781 ლარი. მასვე გასულ წელს ბინის გაქირავებიდან შემოსავლის სახით მიღებული აქვს 10 643 ლარი. გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: